aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გაბუნია: გლდანის საავადმყოფო არ არის მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი და შესაძლოა, დამატებით დახმარება დასჭირდეთ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულება მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი არ არის. ამის შესახებ გაბუნიამ დასმული კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ინტენსიური თერაპიის შესაძლებლობაა და რეანიმაციების ბრიგადაც მობილიზებულია.

„მე გახლდით გლდანის საავადმყოფოში რამდენიმე ხნის წინ. ასევე რეგულირების სააგენტომ შეამოწმა. რაც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შემიძლია გითხრათ არის ის, რომ გლდანის საავადმყოფოში შექმნილია ინტენსიური თერაპიის შესაძლებლობა, რეანიმაციების ბრიგადა მობილიზებულია. ინტენსიური თერაპია ნიშნავს მიმდინარე პერიოდში კარდიალურ ფუნქციებზე დაკვირვებას, ასევე გადასხმების უზრუნველყოფას ინტენსიური თერაპიის სხვა შესაძლებლობების გამოყენებას, თუკი ამის საჭიროება დადგება. თუმცა ეს კლინიკა არ არის მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი და ბუნებრივია, შესაძლებელია დახმარება დასჭირდეთ“, – განაცხადა გაბუნიამ.

იტვირთბა....