aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ნიკა მელია: დღეს ვიკრიბებით პარლამენტთან 19:00 საათზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით ხალხმრავალი აქცია დღეს, 9 ნოემბერს, პარლამენტის წინ კვლავ გაიმართება.

“დღეს რუსთაველის გამზირზე, 7 საათზე, პარლამენტთან ვიკრიბებით. მნიშვნელოვანია არდაღლა, ბრძოლა ორგანიზებულად, თავმიმდევრულად. ვიცი, რომ ბევრმა თქვენგანმა გაათენა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ 7 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან შევიკრიბოთ”. – მოუწოდა ნიკა მელიამ მხარდამჭერებს.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში გუშინ, 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს.

იტვირთბა....