ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი ციტატა

დეკანოიძე ხოშტარიას: გთხოვ მეგობარო, ესენი დავასუსტოთ, შენ არ დასუსტდე

საერთოდ არ მინდა ვინმე შიმშილობდეს.. მართლა საშინელებაა უყურებ ადამიანი როგორ სუსტდება, ამ განცდით იმდუღრები..

ელენე, ძალიან, ძალიან გვჭირდება გარეთ, ძლიერი და ენერგიული როგორიც არის. მაგრამ იმდენად ურყევია გადაწყვეტილებაში, რომ ვერც ვერავინ ეტყვის გადამწყვეტად. ყველამ იცის, რა შემართება აქვს და რა პრინციპულია.

მაგრამ აქ ვეტყვი ფრთხილად, გთხოვ მეგობარო, ესენი დავასუსტოთ, შენ არ დასუსტდე.. გთხოვ ..

წერს სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე. შეგახსენებთ, რომ შიმშილობის მეხუთე დღეს, პარტია დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია შეუძლოდ გახდა, რის გამოც, პარლამენტმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა, თუმცა ხოშტარიამ ყველანაირ სამედიცინო ჩარევაზე უარი განაცხადა.

იტვირთბა....