ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი ციტატა

გრიგოლია: არ მჯერა 7 ნოემბერზე იმ ხალხის გოდების, რომელიც 5 ივლისს დღემდე აპრავებს

მეც მახსოვს 7 ნოემბერი. მახსოვს და ვერ ვიტან. არასოდეს დამავიწყდება, ისევე როგორც სიკვდილამდე მემახსოვრება 5 ივლისი, ჩემი დასისხლიანებული თანამშრომლები და ლექსო ლაშქარავა, რომელიც ბინძური პროპაგანდის წყალობით, მეორედ მოკლეს, გარდაცვალების შემდეგ და მახსოვს ისიც, რომ სისხლიანი 5 ივლისის არც ერთი ორგანიზატორი არაა დასჯილი (მაგათი დროც მოვა! ვის დასჯიდნენ, ხელისუფლებამ მოაწყო თავად)! ხოდა, 7 ნოემბერი რომ მახსოვს და 5 ივლისიც, ამიტომ აღარ მინდა ამ ქვეყანას ერთი პარტია მართავდეს და ამიტომ ვარ კოალიციის ამომრჩეველი!

P.s-7 ნოემბერი გვახსოვსო, რომ წერს ის ხალხი, რომელიც 5 ივლისს დღემდე აპრავებს, აი მაგ ხალხის გოდებისა შვიდ ნოემბერზე, არც ერთი წამით არ მჯერა და არც თქვენ დაიჯეროთ. (მათგან ზოგი იმ 7 ნოემბერსაც აპრავებდა). მომავალში ეგენი პირველები დაწერენ – გვახსოვს 5 ივლისიო. კარგად ბრძანდებოდეთ!

წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ინგა გრიგოლია. შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მასშტაბური საპროტესტო აქციის დარბევიდან 14 წელი გავიდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ადამიანები, მოგვიანებით კი ტელეკომპანია იმედის ოფისშიც შევიდა.

იტვირთბა....