ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი ციტატა

წილოსანი: 7 ნოემბერი აღარ განმეორდება და არც მისი შემოქმედები განმეორდებიან

7 ნოემბერი შენთვის ან არის წითელი ხაზი, ან არ არის და იყენებ „მაგრამ“- ებს, რომ ვიღაცები გაამართლო და პირი მობანო !!!

7 ნოემბერი აღარ განმეორდება და არც მისი შემოქმედები განმეორდებიან

წერს სოციალურ ქსელში ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი. შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მასშტაბური საპროტესტო აქციის დარბევიდან 14 წელი გავიდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ადამიანები. მოგვიანებით კი ტელეკომპანია იმედის ოფისშიც შევიდა.

იტვირთბა....