გაზეთ „ქრონიკი +“-ის რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. ის წერს, რომ 31 დეკემბერს პირადად დაურეკა გარდაცვლილი პოლიტპატიმრის ზვიად ბერაძის დედამ და უთხრა, რომ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტმა ზაზა დავითაიამ მას ინტერვიუ დაუმახინჯა და ისეთი რამეები ჩაუმატა, რაც საერთოდ არ უთქვამს.
„აუცილებელი განმარტება: 31 დეკემბერს პირადად დამირეკა ზვიად ბერაძის დედამ. ის ამბობს, რომ ზაზა დავითაიამ ინტერვიუ დაუმახინჯა და ბევრი რამ ისეთი ჩაუმატა, რაც საერთოდ არ უთქვამს (მათ შორის, ჩემთან დაკავშირებით), რომ ის ესაუბრა ზაზა დავითაიას ამის თაობაზე (მოწმე ჰყავს, რომელიც საუბარს ისმენდა) და ელოდება, რომ ხვალინდელ “ასავალ-დასავალში” მის განმარტებას დაბეჭდავენ.
p.s. შვილმკვდარი ქალი ასეთ დღეში როგორ ჩააგდეთ, რა გადაგიხადათ ამდენი თამაზაშვილმა ?!“ – წერს კილაძე.