ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

იმნაძე: სავარაუდოდ ორშაბათიდან კოვიდ პასპორტები ამოქმედდება

იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, რამდენიმე დღეში, სავარაუდოდ ორშაბათს, გამოცხადდება გარკვეული ზომები, მათ შორის ამოქმედდება ე.წ. კოვიდ პასპორტები. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

“ჩემი პირადი აზრი დიდი ხანია ცნობილია, მე ვარ მომხრე სავალდებულო ვაქცინაციის განსაკუთრებით გარკვეული ჯგუფებისთვის როგორიცაა მედიკოსები და პედაგოგებიც. ორშაბათის საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ ალბათ გამოცხადდება გარკვეული ზომები და იმ გზას გავივლით რაც გაიარა ევროპის უამრავმა ქვეყანამ.

ეს იქნება მწვანე პასპორტების გარკვეული ამოქმედება. მოგეხსენებათ, არ არის მარტო აცრა, არჩევანის საშუალებაა იქ შედის როგორც კოვიდის გადატანა, ასევე ორჯერადი აცრა და PCR ან სწრაფი ტესტირება უბრალოდ ვადა ექნება განსხვავებული. ეს აპრობირებული მეთოდია, რომელიც გამოიყენა ევროპის ბევრმა ქვეყანამ”,- ამბობს იმანძე.

იტვირთბა....