ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მამა მიქაელ ბოტკოველი: პატრიარქის თხოვნა და რჩევაა, რომ სააკაშვილმა შეწყვიტოს შიმშილობა

კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 დაწესებულებაში შევიდა.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილთან პატრიარქმა წერილი გაატანა, რომელშიც ის მესამე პრეზიდენტს შიმშილობის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავს.

“კიდევ ერთხელ მოვედი ბატონ მიხეილ სააკაშვილთან, ისევ იგივე დავალებით. მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით მაქვს მისთვის გადასაცემი წერილი. წერილის შინაარსი შეეხება მის პრინციპულ პოზიციას შიმშილობასთან დაკავშირებით. მინდა გადავცე ეს წერილი და მოვიკითხო მისი უწმინდესობის სახელით. თხოვნა არის და რჩევა მისი უწმინდესობის, რომ შეწყვიტოს შეწყვიტოს”, – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი 35-ე დღეა შიმშილობს. ადვოკატებისა და პირადი ექიმის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, საჭიროების შემთხვევაში ყოფილი პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაცია გლდანის ციხეში არსებულ საავადმყოფოში განხორციელდება.

იტვირთბა....