საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განხადებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით დიდია საპარტრიარქოს პასუხისმგებლობა.
პრეზიდენტი მიმართავს საპატრიარქოს, რომ ეკლესიამ ვაქცინაციასთან დაკავშირებით მრევლს მკაფიო მითითება და მაგალითი მისცეს.
“ჩვენი მოქალაქეების პასუხისმგებლობაა, ვინც პირად შიშებსა და პირადი ჯანმრთელობის გამო ქვეყანას დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე აყენებს. პანდემია ყველაზე ნათლად გვიჩვენებს, რომ არ ვართ ერთმანეთის მტრები, არამედ ერთად უნდა ვებრძოლოთ და ერთად უნდა დავძლიოთ ეს პანდემია. პასუხისმგებლობა დიდია საპატრიარქოსი, რომელიც თავს იკავებს და საშუალებას უტოვებს ცალკეულ სასულიერო პირებს, რომ იქადაგონ ანტივაქსერული პროპაგანდა.
მედიას მივმართავ, რათა გადაცემები გახშირდეს ამ პრობლემის გასაშუქებლად. სამოქალაქო სექტორს გააქტიურებისკენ და პარტიებს თავშეკავებისკენ. კიდევ ერთხელ მივმართავ საპატრიარქოს, როგორც დღეს გავაკეთე, რომ ეკლესიამ მისცეს მრევლს მკაფიო მითითება და მაგალითი”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში საგანგებო ბრიფინგი გამართა.