ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინის ბუსტერ დოზის მიღებაზე, შესაძლოა, ასაკობრივი ზღვარი მოიხსნას.
მისი თქმით, შესაძლოა, გაიცეს რეკომენდაცია, რომ პირს, რომელსაც აქვს თანხმლები დაავადება, უნდა გაიკეთოს ბუსტერ დოზა.
“ამ კვირაში მიმდინარეობს მსჯელობა, ხომ არ არის საჭირო გაფართოვდეს და მოიხსნას ასაკობრივი ზღვარი, რადგან, მაგალითად, მწეველების შემთხვევაში დადგენილია, რომ ბუსტერის ეფექტურობა მაღალია და რთული იქნება ასაკობრივად გავმიჯნოთ მწეველი არამწეველისგან, ამდენად, რეკომენდაცია შეიძლება მივცეთ, რომ პირს თუ აქვს თანხმლები დაავადება, მან უნდა გაიკეთოს ბუსტერ დოზა და ექიმთან შეთანხმების გზით, ყველა ასაკის ადამიანს შეეძლება გადაწყვეტილების მიღება”, – განაცხადა გაბუნიამ.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე ბუსტერ დოზით აცრა შეუძლია 50 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებსა და მათ, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ. ბუსტერის მიღება მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგაა შესაძლებელი.