ახალი ამბები ბანკები მთავარი

ვითიბი განაგრძობს ქართული ბიზნესის მხარდაჭერას

ვითიბი, როგორც ქართული ბიზნესის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ქართული ბიზნესის მხარდაჭერას. ბანკის ფინანსური დახმარებით, ქუთაისის მიმდებარედ აშენდა რესტორანი „კვამლი“. მოგვიანებით, ბანკის დაფინანსებით, სრულად  აღიჭურვა სამზარეულო თანამედროვე უჟანგავი ლითონის მოწყობილობა დანაგარებით და მოპირკეთდა ანტიბაქტერიული საამშენებლო მასალებით.

ჯამში, პროექტზე, მილიონ ლარამდე თანხა იყო გამოყოფილი.

სასიხარულოა, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მცირე და საშუალო ბიზნესს საკუთარი საქმიანობის განვითარებაში.  გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას და საკუთარ თავს იმ საქმეში, რაც ბიზნეს სექტორის განვითარებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს“ – განაცხადა ვითიბი ბანკის მცირე და საშუალო  ბიზნესის დეპარტამენტის უფროსმა, არჩილ ჩაჩხიანმა.

 

გთავაზობთ მოკლე ვიდეო ისტორიას

ვითიბი ბანკი,  ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 18 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 28 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი  ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 900–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე  კლიენტს ემსახურება.

იტვირთბა....