ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხვიჩიამ ოცნებას გამარჯვება მიულოცა და მათ ოპოზიისადმი პატივისცემით მოპყრობა სთხოვა

გირჩის  წევრმა იაგო ხვიჩიამ საპარლამენტო უმრავლესობას ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატების თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება მიულოცა და მმართველი გუნდის წევრებს ოპოზიისადმი პატივისცემით მოპყრობა სთხოვა.

ხვიჩიას განცხადებით, მას ამომრჩევლები პარლამენტში შესვლის გამო საყვედურობენ, რადგან მოქალაქეების შეფასებით, მათ საკანონმდებლო ორგანოში არაფრის გაკეთების ბერკეტი არ აქვთ.

„მე გადავწყვიტე, საკუთარი მაგალითით, ჯერ ეს ჩემს კოლეგებს არ გაუკეთებიათ, დავიწყო და თქვენგანაც იგივე მოვითხოვო – ერთმანეთთან პატივისცემით ურთიერთობა. მინდა მოგილოცოთ არჩევნებში გამარჯვება. ასევე, მინდა დავინახო, რომ თქვენც აპირებთ ოპოზიციიდან ვინმესთან სერიოზულ თანამშრომლობას. ყველას გვესმის, რომ კარგი აზრები მხოლოდ ხელისუფლებაში ყოფნისას არ იბადება. შეუძლებელია, კარგი აზრები მხოლოდ იმ ხალხს მოსდიოდეს თავში, რომლებიც ხელისუფლებაში არიან. აქამდე არ მიგრძვნია, რომ რამეში შეიძლება თქვენი იმედი გვქონდეს, მე თუ მივაგენი როგორ არის სწორი ქცევა. ოპოზიციონერს ფიზიკურად არანაირი შანსი არ მაქვს რამე გავიტანო. ყველამ ვიცით, რომ თუ კანონპროექტი არის ხელისუფლების შემოტანილი, მისი მიღება მაღალი ალბათობით შესაძლებელია. თუ ოპოზიციის შეტანილია კანონპროექტი, არა. მე ჯგუფებშიც, მათ შორის „გირჩის“ ჯგუფებში, ადამიანები პარლამენტში შესვლის გამო მსაყვედურობენ. რა გინდოდათ რომ შეხვედით, მაინც ვერაფერს აკეთებთ, ადამიანებისთვის ვერაფერს ცვლითო. ჩვენ 11 საკითხი გვაინტერესებს და შეუძლებელია რომელიმე თქვენგანს არ აინტერესებდეს ან ყველა იბრძოდეს 11-ვეს წინააღმდეგ. როგორც მე გადავდგი ნაბიჯი და მოგილოცეთ, თქვენც გადადგით ნაბიჯი და მითხარით, სად მიიღება გადაწყვეტილება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით”,- ამბობს ხვიჩია.

 

იტვირთბა....