მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი ციტატა

ჭიაბერაშვილი: სააკაშვილი რომ მოკვდეს, პოლიტიკურად მოკვდება დღევანდელი პოლიტიკური კლასიც

შეიძლება ვცდები:

  1. სააკაშვილი შიმშილობას შეწყვეტს იმ შემთხვევაში, თუ იგი ციხის გარეთ მისი შიმშილობის ტოლფას და ტოლძალ პოლიტიკურ ქმედებას დაინახავს.
  2. სააკაშვილი რომ მოკვდეს, პოლიტიკურად მოკვდება დღევანდელი პოლიტიკური კლასიც. გაგახსენებთ: გამსახურდიას ელექტორატი, უბრალოდ, გაეთიშა პოლიტიკურ პროცესს და მხოლოდ “ვარდების რევოლუციამ” დააბრუნა ისინი პოლიტიკურ პროცესში. წლები დასჭირდება იმას, რომ რეჟიმის მოწინააღმდეგე ელექტორატი დღევანდელი მობილიზაციის კონდიციამდე მივიდეს.

ოპოზიციის ყველა გეგმა ამ ორ პირობას უნდა ითვალისწინებდეს.

ამასთან, გეგმამ ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს: მას ერთი მხრიდან ემოციურად დამუხტული ადამიანები არ უნდა გაეთიშონ, მეორე მხრიდან კი ისინი, ვინც “გრინ-კარტის” აპლიკაციას ათვალიერებს. ორივე ჯგუფმა გეგმაში თავისი როლი უნდა იპოვოს

წერს სოციალურ ქსელში ევროპული საქართველოს ყოფილი წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი. შეგახსნებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს თბილისის ერთ-ერთ უბანში დააკავეს. მიხეილ სააკაშვილმა დაკავების დღიდან შიმშილობა დაიწყო.

იტვირთბა....