ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

დუმბაძე: დაიწყოს საყოველთაო დაუმორჩილებლობა – პარლამენტიდან და საკრებულოებიდან გამოვიდეთ

[su_quote]დაიწყოს საყოველთაო დაუმორჩილებლობა – პარლამენტიდან გამოვიდეთ, საკრებულოებიდან გამოვიდეთ, მოგებული საკრებულოები რომ გვაქვს, იქიდანაც გამოვიდეთ. გამოვიდეთ ყველგან. ხელისუფლების არავითარი ნაწილი არ უნდა იყოს დღევანდელი მოქალაქეების უკან მდგომი წარმომადგენლობით ორგანოში არჩეული ხალხი და გავაგრძელოთ ბრძოლა იმისათვის, რომ ქვეყანაში მივიღოთ სრული პროპორციული ვადამდელი არჩევნები. სხვა გამოსავალი არ არის, იმიტომ, რომ პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაიზარდა. რომ იყოს კრიზისი 60-40-ზე გასაგებია. შეიძლება ერთმა ხმამაც გადაწყვიტოს ხელისუფლების დაკომპლექტების ბედი, მაგრამ ეს უნდა იყოს სამართლიან გარემოში, ეს უნდა იყოს თავისუფალ გარემოში და ეს უნდა იყოს თავისუფალი ადამიანის თავისუფალი არჩევანი[/su_quote]

ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მურმან დუმბაძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა. შეგახსენებთ, რომ გუშინ 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, დათვლილია ხმების დაახლოებით 100%, რომლის თანახმადაც, ქართული ოცნების კანდიდატები თითქმის ყველგან იმარჯვებენ.

იტვირთბა....