ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე: ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული ოცნების მყარი ლეგიტიმაცია

„გუშინ გაიმარჯვა არა მხოლოდ იმ ამომრჩეველმა, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩვენს კანდიდატებს, არამედ – საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ“, – განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, მმართველი გუნდი მაქსიმუმს გააკეთებს იმ ხარვეზების გამოსასწორებლად, რომელთაც მოქალაქეები აღნიშნავენ.

„ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული ოცნების მყარი ლეგიტიმაცია, რომელიც გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას, მომდევნო წლების განმავლობაში, მაქსიმუმი გავაკეთოთ ნდობის გასამართლებლად, დაწყებული საქმეების ბოლომდე მისაყვანად და ახალი ინიციატივების წამოსაწყებად. ამავდროულად, ჩვენ ვალდებულნი ვართ, ყურად ვიღოთ იმ მოქალაქეების პრეტენზიები, რომელთაც მხარი არ დაუჭირეს ჩვენს პარტიას. ბუნებრივია, ამგვარი პრეტენზიები ჩვენ მიმართ ჩვენს მხარდამჭერებსაც აქვთ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ის, რაც ხალხს ქართული ოცნების მმართველობაში მოსწონს. მომდევნო წლების განმავლობაში, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საქართველოში მმართველობა მაქსიმალურად ეფექტიანი გახდეს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....