ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი ციტატა

ბარამიძე: პუტინის „ნამესტნიკმა“ ივანიშვილმა დაგვიტოვა მხოლოდ ერთი გზა – მშვიდობიანი რევოლუცია

თავხედმა პუტინის “ნამესტნიკმა” ივანიშვილმა (ქართველ ხალხს) დაგვიტოვა მხოლოდ ერთი გზა – მშვიდობიანი რევოლუცია.

რატომ მშვიდობიანი რევოლუცია, იმიტომ რომ, არ აქვს მნიშვნელობა ეს უტიფარი გამყალბებლებისა და მოღალატეების რეჟიმი რას დაიწერს გაყალბებული შედეგებით, დღეს ყველამ ვიცით, რომ უდიდესი მასშტაბის ძალადობით, მოსყიდვებით, მანიპულაციებისა და გაყალბების მიუხედავად,   პრეზიდენტ სააკაშვილის გმირული ბრძოლით  გამხნევებულმა და გაძლიერებულმა ქართველმა ხალხმა, მაინც გაიმარჯვა.

ეს არის ისტორიული გამარჯვება, რომელსაც პუტინის მონებს არ დავუთმობთ და არ შევარჩენთ.

ამიტომ ერთადერთი გზა არის მიშას მიერ დაწყებული,  მშვიდობიანი რევოლუციური გზის ლოგიკურად გაგრძელება, რომლის მთავარი მიზანი და ეტაპი უნდა იყოს ჯერ პუტინის ტყვეობიდან მიშას განთავისუფლება, მაქსიმალურად დიდი აქცია (უმოკლეს ვადაში)  დაუმორჩილებლობა, და შემდეგ პერმანენტული რადიკალური, მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, მაქსიმალურად ამ მორალურად სრულიად გაკოტრებული რეჟიმის პოლიტიკური, დიპლომატიური  გაშიშვლება, იზოლაცია.

საქართველოში პუტინის “ნამესტნიკთან” ბოლომდე უკომპრომისო ბრძოლა, იმდენი ხანი, რამდენიც იქნება საჭირო.

ესენი ქართველ ხალხს ლაგამს ვერ ამოსდებენ და ვერ მოთოკავენ, ამიტომ, დროის ამბავია,  აუცილებლად  ჩამოიშლებიან

წერს სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე. შეგახსენებთ, რომ გუშინ 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, დათვლილია ხმების დაახლოებით 100%, რომლის თანახმადაც, ქართული ოცნების კანდიდატები თითქმის ყველგან იმარჯვებენ.

იტვირთბა....