ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გვარამია: მთავარი არხის ჟურნალისტები დევნის ობიექტები არიან, აქტიური ხელშეშლაა Pos TV-ის მხრიდან

მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მათ ჟურნალისტები პატრულის მხრიდან დევნის ობიექტები არიან.

მისივე თქმით, მათ თანამშრომლებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ და ეგზიტპოლის ჩატარებაში ხელს უშლიან.

“ძირითადი პრობლემებია თანამშრომლების მუშაობის ხელის შეშლა ეგზიტპოლის და ზოგგან ფიზიკური შეურაცხყოფა და შევიწროებაც კი. პატრული იღებს ამაში მონაწილეობას. რეალურად აქვს პატრულის მხრიდან დარბევის ფაქტებს ადგილი და არ აცდის, ხელს უშლის ეგზიტპოლის წარმოების, პოლ სტერის დგომას უბანზე…

მთავარი არხის ჟურნალისტები ყველგან არიან პატრულის მხრიდან დევნის ობიექტები, ასევე, შევიწროების ობიექტები უბნის წინ გაურკვეველი ადამიანების მხრიდან.

რაც ყველაზე სამწუხაროა, აქტიური ხელშეშლა შეინიშნება ტელეკომპანია Pos TV-ის მხრიდან. ჩვენ დავაფიქსირეთ რამდენიმე ასეთი შემთხვევა, განსაკუთრებით აქტუალურია ეს საკითხი სენაკში, სადაც მუშაობს ემა გოგოხია.

ეს ჟურნალისტი არ არის სინამდვილეში ჟურნალისტი, ის არ წარმოადგენს Pos TV-ის საინფორმაციო სამსახურს, არამედ წარმოადგენს ე.წ. პროდაქშენს. საქმე იმაშია, რომ Pos TV-ის ყველგან ჰყავს საინფორმაციო ჯგუფები და ისინი მუშაობენ ჩვეულებრივ, როგორც ჟურნალისტმა უნდა იმუშაოს, მაგრამ ასევე ყველგან არის Pos TV-ის ბეჯით ადამიანი, რომელთა უმრავლესობა, ჩვენი ინფორმაციით, Pos TV-ის თანამშრომელია, მაგრამ არა საინფორმაციო სამსახურის”, – განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

იტვირთბა....