ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს ჩვენ ვლოცავთ საქართველოს, ვირჩევთ მომავალს – პატრიარქმა არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, ადგილობრივი თვიმმართველობის არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

საქართველოს ეკლესიის მეთაურმა გადასატანი ყუთით ისარგებლა და ხმა საპატრიარქო რეზიდენციაში მისცა.

,,დღეს ჩვენ ვლოცავთ საქართველოს, დღეს ვირჩევთ მომავალს. იმედით ვართ.

ღმერთმა დალოცოს ქართველი ერი და საქართველო! იმედით ვუყურებთ მომავალს. დაგლოცოთ ღმერთმა!”, – ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა.

შეგახსენებთ, რომ 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

იტვირთბა....