ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მდინარაძე: ნაცმოძრაობის ტელევიზიების ჟურნალისტების მხრიდან ჩვენი წარმომადგენლების ბულინგი მიმდინარეობს

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნაცმოძრაობის ტელევიზიების ჟურნალისტების მხრიდან მმართველი გუნდის წარმომადგენლებზე ბულინგი მიმდინარეობს.

მისი თქმით, ყველას, ვისაც ხელში სია უჭირავს, ამის ლეგიტიმური უფლება აქვს და არანაირი დარღვევა არ არსებობს.

“მე მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არჩევნები ძირითადად მიმდინარეობს ძალიან მშვიდად. სიტყვა ძირითადად იმიტომ გამოვიყენე, რომ იქ, სადაც ხელოვნურად შექმნილი პროვოკაციული ფონი არ არის, ყველგან მშვიდად მიმდინარეობს არჩევნები, რაიმე არსებითი დარღვევების გარეშე, ოღონდ ვხედავთ სერიოზულ პროვოკაციებს და რა სამწუხაროც არ უნდა იყოს, ძირითადად ეს პროვოკაციები, ჩვენი წარმომადგენლების ბულინგი მიმდინარეობს ნაცმოძრაობის ტელევიზიების ჟურნალისტების მხრიდან…

მოვუწოდებ ყველა ნაციონალური მოძრაობის ტელევიზიების ჟურნალისტებს, თავი დაანებონ ადამიანების ბულინგს, იმიტომ რომ ისინი არაფერს უკანონოს, სიების ქონით და სარგებლობით, არ აკეთებენ. ყველას, ვისაც კი სია უჭირავს ხელში, აქვს ამის ლეგიტიმური უფლება. შესაბამისად, ერთადერთი, რის გამოც მათ დაბულინგებას, მათში დაბნევის შეტანას ცდილობენ, არის საარჩევნო პროვოკაციული მიზნები ნაცმოძრაობის ტელევიზიების მხრიდან. აქედან გამომდინარე, ძირითად, დარღვევებად ამას იშველიებენ ეს ტელევიზიები, აქ არანაირი დარღვევა არ არსებობს”, – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

იტვირთბა....