მთავარი პოლიტიკა ციტატა

მელია: ამ ქვეყანას ღარიბაშვილის, კობახიძის, ივანიშვილის, რამიშვილის მოსაკლავი პრეზიდენტი არ ჰყავს

მოვწონვართ ჩვენ ბევრს, თუ არ მოვწონვართ, ამ ქვეყანას, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მოსაკლავი არ ჰყავს. განსაკუთრებით ღარიბაშვილის, განსაკუთრებით კობახიძის, განსაკუთრებით ივანიშვილის, შალვა რამიშვილის და სხვების ხელით

ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ საარჩევნო უბანთან, ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მიხეილ სააკაშვილმა დაკავების დღიდან შიმშილობა დაიწყო.

იტვირთბა....