ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ციტატა

გაფრინდაშვილი სააკაშვილზე: თავისი დატოვებული სასამართლო სისტემით მოიპოვა პატიმრობა

მე ბატონი მიშას წინააღმდეგი ვიყავი თავის დროზე, იმიტომ, რომ არ მინდოდა, პრეზიდენტი, რომელიც იმპულსურად იღებდა გადაწყვეტილებებს. სამწუხაროდ, იმ პერიოდში ასე იყო. დიდი ძალაუფლება ჰქონდა ხელში. ალბათ, ეს დამახასიათებელია ყველა რევოლუციური გარდაქმნებისათვის. როგორც რობესპიერმა გილიოტინა მოიპოვა თავის თავისთვის, ასევე ბატონმა მიშამ თავისი დატოვებული სასამართლო სისტემით მოიპოვა თავისი პატიმრობა. მას რომ ეს სისტემა არ დაეტოვებინა, რომელიც მაშინ ოცნებისთვის ცუდს აკეთებდა და დღეს კარგს აკეთებს, ეს შედეგი არ იქნებოდა. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს სამართლიანი სასამართლოს უფლება

ამის შესახებ ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა ტვ პირველის ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

იტვირთბა....