ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ერდოღანი პუტინს: “რატომ შეიჭერი საქართველოში”?!

 

როგორც თურქული სააგენტო ntv.com.tr ავრცელებს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა საქართველოს მიმართ რუსეთის პოზიცია მძაფრად გააკრიტიკა. ერდოღანი კრემლს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც „რუსეთმა ჯარი სირიაში ოფიციალური დამასკოს მიწვევით გააგზავნა“.
ერდოღანმა პუტინს შემდეგი კითხვებით მიმართა: “ვთქვათ, სირიაში მიგიწვიეს. მაშინ რატომ შეიჭერი საქართველოში?! იქაც მიგიწვიეს?! რა გესაქმებათ საქართველოში?! და რუსეთს უკრაინაშიც ეპატიჟებოდნენ?! რატომ შეიჭრა უკრაინაში?! ახლა, იგივე ხდება სირიაში”.
ერდოღანის განცხადებით, ოფიციალური მოსკოვი მსოფლიო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. „რუსეთი სირიაში ISIS-ის წინააღმდეგ არ იბრძვის,  ის ოპოზიციურ ძალებს და ეთნიკურ თურქმენებს ურტყამს“ – აცხადებს იგი.
ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ საერთაშორისო კოალიცია, რომლის წევრიცაა თურქეთიც, სირიაში არსებული სიტუაციის  სამართლიანი დარეგულირებისკენ მიიღწვის და კრემლი ამ სცენარის წინააღმდეგ მოქმედებს.

იტვირთბა....