ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატი: კომუნიკაციის პრობლემა მოგვარდა, სააკაშვილი ექიმებთან კონსულტაციას განაგრძობს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციის პრობლემა მოგვარდა.

მისი თქმით, სააკაშვილი განაგრძობს მედიკოსებთან კონსულტაციებსა და ანალიზების ჩაბარებას.

“გუშინ შექმნილი პრობლემა კომუნიკაციასთან დაკავშირებით, როდესაც ბარიერი ამოგვიშენეს ბოლომდე და არ გვქონდა წერილების გაცვლის შესაძლებლობა და შესაბამისად, იმ ფორმით კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილთან, რაც გამორიცხავდა ჩვენი საუბრის ჩაწერას სუს-ის მხრიდან, ეს პრობლემა მოგვარდა და დღეს უკვე მოგვეცა მასთან ისეთი ფორმით კომუნიკაციის შესაძლებლობა, რაც ყველა რისკს გამორიცხავდა ამ მიმართულებით. სწორედ ამიტომ, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეწყვიტა ანალიზების ჩაბარებაზე უარის თქმა, ასევე გააგრძელოს მედიკოსებთან კონსულტაციას და კონსილიუმის წევრებთან”, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი 28-ე დღეა რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. მიხეილ სააკაშვილმა დაკავების დღიდან შიმშილობა დაიწყო.

იტვირთბა....