ახალი ამბები ბლოგები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ისევ ზურგსუკან საიდუმლო შეხვედრები: ვინ აგებს “გაზპრომთან” გარიგებით, საქართველო თუ აზერბაიჯანი?

რობი კუხიანიძის ერთი ცნობილი სიმღერის არ იყოს – “მე შენ დაგებულ მახეს ვხედავ და მაინც არ გარიდებ თვალს”, როგორც ჩანს, ის ადამიანები, რომლებსაც ქართველი ხალხის უმეტესობამ მისცა მანდატი იყვნენ ხელისუფლების სათავეში, კიდევ ვერ გამოვიდნენ საუკუნეების წინ დაგებული რუსული კაკანათის სიტუაციიდან და აგრძელებენ კრემლთან ფლირტს. ამ მცირე სტატიის დაწერა ისევ ხალხის ზურგსუკან გამართულმა საიდუმლო სერობამ გადამაწყვეტინა  და კიდევ ექსპერტმა, რომელიც ძალიან მარტივ კითხვას სვამს – ვინ წააგებს “გაზპრომთან” გარიგებით, საქართველო თუ აზერბაიჯანი?

TANKIST1

ცნობილი ვებ-პორტალ “ტრენდის” მიმომხილველი მაქსიმ ცურკოვი, კიდევ ერთხელ საუბრობს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძისა და “გაზპრომის” ხელმძღვანელის საიდუმლო შეხვედრაზე.

ექსპერტი სვამს კითხვას, თუ რატომ დადგა ქართული მხარისთვის დამატებითი გაზის მიღების საკითხი, როცა აზერბაიჯანული მხარე მზად იყო და არის საქართველო მთლიანად უზრუნველყოს გაზით ქვეყანა. ვინ უფრო წააგებს “გაზპრომთან” გარიგებით, საქართველო თუ აზერბაიჯანი? – სვამს კითხვას ექსპერტი და თავად ცდილობს იპოვოს პასუხი.

საინტერესოა, რატომ მიუბრუნდა ოფიციალური თბილისი რუსულ გაზს მაშინ, როცა მთელი ევროპა ცდილობს როგორმე ჩამოშორდეს კრემლის ენერგოდამოკიდებულებას.

ექსპერტის აზრით, ერთი ფაქტია – ამის მიზეზი ნამდვილად არ არის “სოკარის” მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობა. კომპანიის ხელმძღვანელმა პირდაპირ თქვა, რომ “სოკარი” პირნათლად ასრულებებს ვალდებულებებს გაზის მთლიანი მოცულობის მიწოდებაზე.

ექსპერტი აცხადებს, რომ გვერდი არ შეიძლება აუაროთ სოციალურ ფაქტორს: “სოკარი” ამ ეტაპისთვის აქტიურად აწარმოებს გაზიფიკაციის პროცესთან დაკავშირებულ სამუშაოებს და უფრო მეტიც, 2017 წლისთვის, კომპანია, ქვეყნის მასშტაბით, მოახდენს გაზიფიკაციის თითქმის 82 პროცენტით უზრუნველყოფას. “გაზპრომი” ჩაატარებს ასეთ სამუშაოებს? – რიტორიკულ კითხვას სვამს ექსპერტი.

მიმომხილველი ოფიციალური თბილისის ასეთი ენერგოპოლიტიკის წარმოების ძირითად მიზეზად იმას ასახელებს, რომ ქართულ მხარე, კონკურენციის არგუმენტით ცდილობს აზერბაიჯანული მხარე აიძულოს დააგდოს ფასები, რომელიც ისედაც დაბალია. ამასთან საოცრება ისაა, რომ “სოკარი” არც აპირებდა და ზოგადად, არც იდგა დღის წესრიგში გაზის ტარიფებზე ფასების გადახედვა.

ექსპერტი განმარტავს, რომ თუკი მართლა მოხდა რუსულ-ქართული გარიგება, აზერბაიჯანული მხარე თავის მოცულობით რესურსს გადაისვრის ან თურქეთში, ან ევროპაში და თანაც უფრო მაღალ ფასებში, ვიდრე ეს საქართველოში იყო. მიმომხილველი დარწმუნებულია, რომ ევროპა ამ პროცესს დიდი სიხარულით შეხვდება. აქედან გამომდინარე სვამს ექსპერტი კითხვას: ვინ უფრო დაკარგავს ამ გარიგებით, აზერბაიჯანი თუ საქართველო?

ერთი ფაქტია, ის არგუმენტები რომლებიც სხვადასხვა ექსპერტების მხრიდან უკვე რამდენიმე თვეა ისმის ნამდვილად ყურადსაღებია. რა თქმა უნდა, საქართველოს მოსახლეობამ ოფიციალური თბილისის არგუმენტებსაც უნდა მოუსმინოს, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რა სურს ქართულ საზოგადოების უმეტეს ნაწილს, რომელმაც სულ ახლახან, ევროპასთან ასოცირების ხელკშეკრულების გაფორმებით განსაზღვრა საკუთარი ქვეყნის დღევანდელი და მომავალი პოლიტიკა.

ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს მოსახლეობამ კარგად უნდა დაინახოს თუ ვის უჭირავს ხელში სასწორი, რომლის ერთ მხარეს ევროპა დევს, ხოლო მეორე მხარეს – კრემლი და გააანალიზოს, ვისი გადასაწყვეტია ჩვენი მომავალი თაობის ხვალინდელი კეთილდღეობა, იმის, ვინც დღეს თბილ სავარძელშია მოკალათებული და ბრძანების გაცემის უფლებამოსილება აქვს, იმის ვინც თავის დროზე ფული იშოვა და ზემოაღნიშნული სასწორის ხელში დაჭერა მარტივად შეუძლია, თუ იმათი, ვინც ყველა ისინი საარჩევნო ყუთებთან მისვლით ხელისუფლებაში მოიყვანა?

გენო ჯოხიძე

იტვირთბა....