ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კალაძე: 30 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ მოჯადოებულ წრეზე სიარული და მეორე დღიდანვე დავიწყოთ საქართველოს შენება

პარტია ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, 30 ოქტომბერს ყველა უნდა მივიდეს არჩევნებზე, რათა საბოლოო წერტილი დაესვას ბოროტებას სიცრუესა და დესტრუქციას ქართულ პოლიტიკაში.

მისი თქმით, 30 ოქტომბერს საბოლოოდ უნდა დასრულდეს მოჯადოებულ წრეზე სიარული და მეორე დღიდანვე დაიწყოს საქართველოს შენება.

“30 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან და საბოლოო წერტილი დავუსვათ ბოროტებას, სიცრუესა და დესტრუქციას ქართულ პოლიტიკაში.

30 ოქტომბერს საბოლოოდ უნდა გავიმარჯვოთ ბოროტებაზე; უნდა გავიმარჯვოთ ღირებულებით ბრძოლაში, რათა ამ საბოლოო გამარჯვებით კარი გავუხსნათ ჩვენი ქვეყნის მომავალს, კარი გავუხსნათ, კეთილშობილ, პატრიოტ ადამიანებს პოლიტიკაში; კარი გავუხნათ ყველა იმ პოლიტიკურ ჯგუფს და პარტიას, რომელსაც რეალურად აღელვებს ამ ქვეყნის ბედი, რომელსაც შეუძლია საკუთარი სიტყვით და საქმით შექმნას ქვეყნისთვის სასარგებლო პოლიტიკური დღის წესრიგი, მაგრამ, სამწუხაროდ, დღემდე რადიკალური ჯგუფები მათ ადგილს არ ტოვებდნენ ქართულ პოლიტიკაში.

30 ოქტომბერს ჩვენ საბოლოოდ უნდა დავასრულოთ მოჯადოებულ წრეზე სიარული, და მეორე დღიდანვე, ყველამ ერთად უნდა დავიწყოთ ახალი, მომავალზე და პროგრესზე ორიენტირებული საქართველოს შენება.

ჩვენ ყველას ერთი სამშობლო გვაქვს და ჩვენ ყველამ ერთად, სწორედ ამ განწყობით უნდა ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქები და სოფლები. ყველამ ერთად, ერთმანეთის გვერდში დგომით უნდა შევქმნათ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და ბედნიერი მომავალი. მჯერა, 30 ოქტომბერს ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ, გაიმარჯვებს თბილისი და გაიმარჯვებს საქართველო! მოდით 30 ოქტომბერს არჩევნებზე! მოდით, რათა ერთად მივიყვანოთ გამარჯვება ბოლომდე!”, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარტია ქართულმა ოცნებამ თავისუფლების მოედანზე დღეს წინასაარჩევნო აქცია გამართა.

იტვირთბა....