ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

კალაძე: თბილისელების ნდობას აუცილებლად გავამართლებ, სულ რომ სიცოცხლის ფასად დამიჯდეს

[su_quote]დღეს აქ მთელი საქართველო, მისი ყველა კუთხის შვილები ვართ შეკრებილი, ის ადამიანები, ვინც საქართველოს სიყვარულმა გაგვაერთიანა სწორედ აქ, ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში, თბილისში.

ალბათ, არავინ მიწყენთ, თუ პირველ რიგში სწორედ ჩემს თბილისს და თბილისელებს მივმართავ, სრულიად გულწრფელად გამოვხატავ იმ ემოციას, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი და ვგრძნობ ამ ქალაქის მიმართ.

თბილისთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. ამ ქალაქმა მომცა ყველაფერი, რისი მოცემაც შეეძლო – ურთიერთობები, სიყვარული, მეგობრები და შესაძლებლობა, მეზრუნა თბილისზე და თბილისელებზე.

ამიტომ, მეც არასდროს ვზოგავდი თავს, რომ ყველა ამ სიკეთეზე სიკეთითვე მეპასუხა, მესახელებინა ჩემი ქალაქი, ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა. ამ ქალაქისთვის არა მხოლოდ კარგი, ყველაფერი საუკეთესო მინდა.

და მაშინ, როდესაც ჩემმა ხალხმა ამირჩია თბილისის მერად, მომცა შესაძლებლობა, უშუალოდ მემსახურა ჩემი ქალაქისთვის, ჩემზე ბედნიერი და ამაყი, ალბათ, დედამიწაზე არავინ იყო. ვერავინ აღწერს იმ დიდი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით გაჯერებულ განცდას, რომელიც მაშინ დამეუფლა და რომელიც არასდროს ტოვებს ჩემს გულს.

ჩემი ქალაქის, თბილისელების მხრიდან გამოცხადებული ნდობა ის ფასეულობაა, რომელსაც აუცილებლად გავამართლებ, სულ რომ სიცოცხლის ფასად დამიჯდეს.

მე ასე მწამს, ასე მიცხოვრია და ასე ვიცხოვრებ მომავალში, რადგან მჯერა ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის და ჩემი ქალაქის უკეთესი მომავლის[/su_quote]

ამის შესახებ პარტია ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ თავისუფლების მოედანზე გამართულ წინასაარჩევნო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

იტვირთბა....