ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

კობახიძე: არჩევნების მოგება და სააკაშვილის ციხეში ყოფნა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ დავამთავროთ პოლარიზაცია

[su_quote]ჩვენ 30 ოქტომბერს გვიპირისპირდება არა ჯანსაღი პოლიტიკური ოპონენტი, არამედ რადიკალური ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო დაჯგუფება, რომელიც უკვე 18 წელია, არის მუდმივი საფრთხე ქართული სახელმწიფოსთვის და დემოკრატიისთვის.

30 ოქტომბერს ტარდება ბოლო არჩევნები 2024 წლამდე, დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერი კი ციხეში იხდის დამსახურებულ სასჯელს. არჩევნებში გამარჯვება და სააკაშვილის ციხეში ყოფნა ეს არის ორი ფაქტორი, რომელიც გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, საბოლოოდ დავამთავროთ ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაცია და ქვეყანა განვითარების სრულიად სხვა ეტაპზე გადავიყვანოთ. ამისთვის კი აუცილებელია, 2 ოქტომბრის გამარჯვება 30 ოქტომბერს ბოლომდე მივიყვანოთ.

30 ოქტომბერს ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ სწორი არჩევანი უსამშობლობასა და ქვეყნის სიყვარულს შორის, ძალადობასა და თავისუფლებას შორის, სიცრუესა და სიმართლეს შორის, სიძულვილსა და სიყვარულს შორის, არეულობასა და მშვიდობას შორის.

30 ოქტომბერს ერთხელ კიდევ უნდა გავაკეთოთ არჩევანი წინსვლის, საქართველოს ღირსეული მომავლის სასარგებლოდ. გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე![/su_quote]

ამის შესახებ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თავისუფლების მოედანზე გამართულ წინასაარჩევნო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

იტვირთბა....