ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უკრაინელი ექიმის განცხადებით, სააკაშვილი პროტესტის ნიშნად სამედიცინო დახმარებაზე უარს ამბობს

უკრაინელი ექიმი, რომელმაც რუსთავის პენიტეციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოინახულა, ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო მომსახურებაზე უარს აცხადებს.

მისი თქმით, სააკაშვილი უარს აცხადებს შიმშილობის შეწყვეტაზეც.

“მიხეილმა მითხრა, რომ მას სამართლებრივ დახმარებაზე უარი უთხრეს და დღეიდან ის უარს ამბობს სამედიცინო მომსახურებაზე”, – განაცხადა ექიმმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 27-ე დღეა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში, პატიმრობაში იმყოფება. სააკაშვილმა დაკავების დღიდან შიმშილობა დაიწყო.

იტვირთბა....