მთავარი საზოგადოება ციტატა

მეტრეველი ოცნების აქციაზე: ეს უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობის დასასრული

[su_quote]ახლა გვინდა, რომ ქუდზე კაცი გამოვიდეს და დავანახოთ ამ ბოროტმოქმედ, სისხლიან სააკაშვილის მომხრეებს, მათ პარტიას, რომ ისინი ვერასდროს ვეღარ მოვლენ ხელისუფლებაში. იძულებულები გაგვხადეს, რომ კიდევ შევიკრიბოთ. აღარ გაჩერდნენ, სიცოცხლე გაგვიმწარეს ამდენი წლების მანძილზე, არ ამთავრებენ თავიანთ ბოროტებას და პროვოკაციებს. ჩვენ დავანახებთ დღეს, საქართველო სად არის. საქართველო აქ იქნება დღეს და ამით დავანახებთ, რომ ისინი დამარცხებულები არიან.

ორი კინკილა არიან და ვერასდროს ვეღარ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში. ზუსტად ვიცი, რომ 30-ში იქნება დიდი გამარჯვება. ხალხი, ყველა იქნება არჩევნებზე და დიდი პროცენტით გავიმარჯვებთ. ეს უნდა იყოს დასასრული ნაციონალური მოძრაობის. აუცილებლად უნდა აიკრძალონ ისინი როგორც პოლიტიკური პარტია. ჩვენ ამას მოვითხოვთ უკვე ხელისუფლებისგან, რათა ერთხელ და სამუდამოდ ამოისუნთქოს ერმა[/su_quote]

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა ტელეკომპანია იმედთან საუბარში განაცხადა. შეგახსენებთ, რომ დღეს 17:00 საათზე ქართული ოცნება წინასაარჩევნო აქციას გამართავს.

იტვირთბა....