ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მამულაშვილი: საქართველოს ხელისუფლება უკრაინას ღია ომს უცხადებს

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნონა მამულაშვილის განცხადებით, უკრაინელი სტუმრების დეპორტაციით საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინას ღია ომი გამოუცხადა.

მისივე თქმით, ეს არის საერთაშორისო სკანდალი, რომელიც პრეზიდენტების დონეზე გადაწყდება.

“ველაპარაკე მარია ბარაბაშს, მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და გორდონს. ისინი უკვე თვითმფრინავში არიან, სასწრაფო წესით გაამგზავრეს, დეპორტირება გაუკეთეს მათ უკან, არ შემოუშვეს გორდონი, მისი ოპერატორი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე გააბრუნეს უკან. საქართველოს ხელისუფლება ღია ომს უცხადებს უკრაინას. ეს უდიდესი საერთაშორისო სკანდალი იქნება, ეს უკვე პრეზიდენტების დონეზე გადაწყდება, იმიტომ, რომ ამისთანა საქციელი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან არის გამოწვევა. ამას ერთადერთი ქვეყანა აკეთებს და ეს არის რუსეთი”, – განაცხადა მამულაშვილმა ტვ პირველთან საუბარში.

ცნობისთვის, უკრაინის რეფორმების ოფისის ხელმძღვანელი მარია ბარაბაში, მისი მოადგილე და ასევე, ჟურნალისტი დიმიტრიო გორდონი მეუღლესთან ერთად საქართველოში არ შემოუშვეს.

იტვირთბა....