ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პაპუაშვილი: ოპოზიციის გეგმაა არა მეორე ტურებისთვის მზადება, არამედ სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობით საზოგადოების დაზაფვრა

2 ოქტომბრის არჩევნებამდე ჩვენ ვაცხადებდით, რომ ოპოზიცია არა 2 ოქტომბრისთვის და არჩევნებისთვის, არამედ 3 ოქტომბრისთვის და არეულობისთვის ემზადებოდა. ეს ჩვენი ვარაუდი გამართლდა. ჩვენ ვნახეთ, თუ რა იყო ოპოზიციის რეალური გეგმა და ამ გეგმას ერქვა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა და მისი თაოსნობით ქვეყანაში დაპირისპირების და არეულობის მოწყობა. თუმცა, შესაბამისი სამსახურების მიერ მიხეილ სააკაშვილის დაკავებამ ეს გეგმა ჩაშალა. დღესაც, თუკი მათ კამპანიას მოვაცილებთ სრულად პოპულისტურ სატყუარებს, რომლებსაც არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ყალბი გაერთიანების დაანონსებით და ყალბი დაპირებების სახით გასცემენ, დავინახავთ, რომ მათი მთავარი გეგმა კვლავ მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება. დღესაც, მათი გეგმა არის არა 30 ოქტომბრის მეორე ტურებისთვის მზადება, არამედ, მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობით სპეკულირება. ამიტომ მოსალოდნელია რომ არჩევნებამდე დარჩენილი დღეების განმავლობაში და არჩევნების დღეს მაქსიმალურად ეცდებიან ამ თემით საზოგადოების დაზაფვრას და სხვადასხვა სახის პროვოკაციების მოწყობას. თუმცა, ისევე როგორც 2 ოქტომბერს, ამ ჯერზეც ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად, მათ ამ გეგმების განხორციელების შესაძლებლობას არ მივცემთ. ქართველ ხალს არ უნდა ქაოსი, რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგი და წარსულში დაბრუნება, არამედ მშვიდობიანი, პროგრესზე ორიენტირებული და ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული განვითარება

განაცხადა ბრიფინგზე ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვმა პაპუაშვილმა.

იტვირთბა....