ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლიზა იასკო სააკაშვილზე: ძალიან მეშინია და არ ვიცი, რა იქნება მომავალი შეხვედრისას

ის მზად არის ბოლომდე წავიდეს სიცოცხლის ფასად. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, რასაც ვუყურებ, სიტუაცია ისეთია, როდესაც საჭიროა მოქმედება. ასეთი ადამიანები არ არიან ციხისთვის შექმნილნი. ჩვენთვის მთავარია, ყველაფერი გაკეთდეს, რომ ის ჯანმრთელი იყოს.

ჩემი დანიშნულებაა, დავარწმუნო, რომ ის ჯანმრთელი სჭირდება ქვეყანას. მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა, ჩვენ ის ძალიან გვჭირდება, როგორც უკრაინელი პოლიტიკოსი. მე მას გადავეცი უკრაინის მხარდაჭერა.

ყოველედღე მისი მდგომარეობა უარესდება. მე ძალიან მეშინია იმ დღის, რომ შემდეგ ნახვაზე, არ ვიცი რა მდგომარეობაში დამხვდება

ამის შესახებ ლიზა იასკომ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს, ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე 22 დღეა შიმშილობს.

იტვირთბა....