ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უგულავა: ღარიბაშვილს მეორადი ასფალტის ფასი აქვს

დღეს კარდაკარ მოსახლეობასთან შეხვედრაზე ვიყავი და უკან სახლში რომ დავბრუნდი, ვნახე, რომ ეს მწვანე ევგლენა – უმარტივესი სახეობა, ჩვენი პრემიერი, აღმოცენებულა დღეს ფოთში. გიჟივით დარბის, ცოფებს ყრის, მთელი სამეგრელო მოიარა, ყველას აგინა, შხამი დატოვა.

2012 წელს მალთაყვაში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობა გაკეთდა, ევროკავშირის დაფინანსებით, რომელსაც ღარიბაშვილი აგინებს. უკანასკნელი 8 წელია, სისტემა ვერ გააკეთეს, რომ ამ ნაგებობას დააერთონ და პალიატომში ჩაედინება მთელი კანალიზაცია. ამიტომ პალიასტომის პირას აღმოცენდა მწვანე ევგლენა, ეს უმარტივესი სახეობა, სხვა ვერაფრით ავხსნით დღეს ღარიბაშვილის, ამ მწვანე ევგლენას, აღმოცენებას ფოთში, პალიასტომის ნაპირზე.

ამიტომ სწრაფად უნდა გავაკეთოთ მათი მიტოვებული საქმეები, რადგან ამ მწვანე ევგლენას მართლა პრემიერი არ ეგონოს თავი.

რასაც ვუყურებდით ამ 2 დღის განმავლობაში, ყველა ზღვარს გადასცდა ღარიბაშვილი.

ჩამოვიდა ქალაქში, მეტი არაფერი აწუხებს ჩემი ლანძღვის გარდა, არადა გადათხრილია ქალაქი, თევზის სუნს მიაქვს ყველაფერი, რადგან მისმა მხარდამჭერმა ბიზნესმენებმა თევზის იაფიანი ქარხნები აამუშავეს და სუნს მიაქვს ქალაქი

ამის შესახებ ოპოზიციონერი გიგი უგულავა tv პირველის ეთერში საუბრობს.

დღეს ფოთში ვიზიტისას პრემიერმა ღარიბაშვილმა ოპოზიციის კანდიდატი, გიგი უგულავა, კრიმინალში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ,,უგულავა ფოთში მოსაპარად და დასანგრევად ჩამოვიდა”

იტვირთბა....