ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხაზარაძე: ღარიბაშვილი გაგებაში არაა, რა არის თვითმმართველობა, კონსტიტუცია გადაიკითხოს

ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა არ იცის, რა არის თვითმმართველობა, ამიტომ ურჩევს, კონსტიტუცია გადაიკითხოს.

“ეს არის კონსტიტუციის და კანონის ელემენტარული არცოდნა, როცა ამას აცხადებს პრემიერი, ეს ნიშნავს, რომ საერთოდ გაგებაში არ არის რა არის თვითმმართველობა. თვითმმართველობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ თვითმართველობაში შეიძლება იყოს ოპოზიცია, მაგრამ მან გააგრძელოს ჩვეულებრივი ცხოვრება და საქმის კეთება, ისე რომ დესტრუქცია არ მოუწყოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ.

ეს არის პრაქტიკულად, საბოტაჟი, წინასაწარ გამოცხადებული საბოტაჟი ქართველი ხალხის და ადგილობრივი თვითმმართველობის წინააღმდეგ და მე ვურჩევ მას, რომ გადაიკითხოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა”,- ამბობს ხაზარაძე.

პრემიერმინისტრმა სენაკში შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ ენმ-ის სენაკის მერობის კანდიდატს, კობა ნაყოფიას სენაკის მერობა სურს, როცა იქ სახლიც კი არ აქვს.

იტვირთბა....