ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სააკაშვილის მოსანახულებლად სანიკიძე მივიდა: მაქვს ჩემი სათქმელი პრეზიდენტთან

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ოპოზიციონერი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე მივიდა.

“მაინტერესებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაქვს ჩემი სათქმელი პრეზიდენტთან, რასაც ახლა ვერ ვიტყვი, რაზეც უნდა ვისაუბროთ. როგორც ჩანს, მასაც აქვს თავისი სათქმელი ამიტომ, როდესაც მოვინახულებ, შემდეგ გეტყვით.

ეს არის პოლიტიკური დევნა, ხელისუფლება რაც არ უნდა გავაფრთხილოდ, ჭკუაზე არ არიან, ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება ამას, თუ მიხეილ სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ აკეთებენ. რაიმე რჩევის უფლება არ მაქვს მისთვის”,- ამბობს სანიკიძე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს საქართველოში დააკავეს. ის 22 დღეა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს.

იტვირთბა....