ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბუწაშვილი: გადასხმები არ არის კოვიდის სამკურნალო საშუალება! – რჩევები ინფექციონისტისგან

რამდენიმე მარტივი ჭეშმარიტება, რომელიც, სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა მარტივი და ბევრჯერ გამეორებას საჭიროებს:
▪️ “გადასხმები” არ არის კოვიდის სამკურნალო
საშუალება!
▪️ ანტიბიოტიკები არ არის კოვიდის სამკურნალო
საშუალება!
▪️ ხველა არ ნიშნავს, რომ ადამიანს ჭირდება ანტიბიოტიკი!
და საერთოდაც, კოვიდის დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ
ადამიანს აუცილებლად ჭირდება რაიმე წამალი!
▪️ კოვიდის დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ ადამიანს ჭირდება
კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება!
▪️ კოვიდის მქონე პაციენტში კომპიუტერული
ტომოგრაფიით პნევმონიის დიაგნოზი (და რომელიმე
ქულით შეფასებული დაზიანება) ავტომატურად არ
ნიშნავს, რომ ადამიანს ჭირდება ანტიბიოტიკი!
▪️ კოვიდის დიაგნოზი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ
ადამიანს ჭირდება „სისხლის გამათხელებელი“
მედიკამენტი!
▪️ არც D დიმერის ნებისმიერი მომატება არ ნიშნავს, რომ
პაციენტს ჭირდება „სისხლის გამათხელებელი“
მედიკამენტი!
▪️ პაციენტს, რომელიც ბინაზეა და არ ჭირდება ჟანგბადი,
არ ჭირდება დექსამეტაზონი!
▪️ დექსამეტაზონის გამოყენებას შეიძლება სერიოზული
გართულებები ქონდეს და ამიტომ თვითნებურად მისი
გამოყენება არ შეიძლება!

ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

იტვირთბა....