ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

5 ივლისის საქმეზე თაბაგარი სამართალდამრღვევად სცნეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელის გინების საქმეზე თბილისი პრაიდის ხელმძღვანელი გიორგი თაბაგარი სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.

სასამართლომ განაცხადა, რომ თაბაგარის მიერ პოლიციელის უცენზუროდ მოხსენიება არ იყო კრიტიკა, არამედ ეს იყო შეურაცხყოფა და არღვევდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლს. თუმცა, სასამართლომ გაითვალისწინა კონტექსტი და ის, რომ თაბაგარისთვის ეს პირველი მსგავსი საქმე იყო და სწორედ ამიტომ, მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა აკმარა.

შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს ჰომოფობიური ჯგუფების ძალადობის შედეგად დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. ისინი ქუჩაში უსწორდებოდნენ გამვლელებს. 5 ივლისს ნაცემი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა კი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

იტვირთბა....