aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხერხეულიძე: სააკაშვილის ბრძოლა ეპოქალურია, ყოველდღიურად ძლიერდება პოლიტიკურად

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმიტომ დგამს რისკიან ნაბიჯებს, რომ 30 ოქტომბერს შესაბამისი შედეგი იყოს.

მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება, თუმცა ყოფილი პრეზიდენტი პოლიტიკურად ძლიერდება.

“მიხეილ სააკაშვილი სწორედ იმიტომ დგამს ასეთ რისკიან ნაბიჯებს, რომ 30 ოქტომბერს შედეგი იყოს. რაღაც აკვიატების მატარებელი არ არის ეს დღეები. მისი ბრძოლა არის მართლა ეპოქალური ბრძოლა. ჩვენ ვხედავთ, რომ სამშობლოზე აქვს მიტანილი თავისი სიცოცხლე და ყოველდღიურად, ასეთი მძიმე გადაწყვეტილებით, უფრო მძიმდება მისი ჯანმრთელობის ხარჯზე, მაგრამ ძლიერდება პოლიტიკურად. ეს აუცილებლად მოიტანს შედეგს 30 ოქტომბერს და უდიდესი იქნება მიხეილ სააკაშვილის წვლილი ამ გამარჯვებაში”, – განაცხადა ხერხეულიძემ ტვ პირველის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. ყოფილმა პრეზიდენტმა დაკავების დღიდან შიმშილობა დაიწყო.

 

იტვირთბა....