ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

თურქული ინიციატივა: თურქეთის სამხედრო ბაზა საქართველოში…

არ არის გამორიცხული, თურქული მხარე წინადადებით შემოვიდეს იმასთან დაკავშირებით, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ბაზები განათავსოს. ასეთი განცხადება გააკეთა მუბარიზ ახმედოღლუმ, პოლიტოლოგმა, პოლიტიკური ინოვაციებისა ტექნოლოოგიების ცენტრის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ეს საკითხი შესაძლოა დადგეს 23 იანვარს, როცა სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე თბილისში.

„თბილისსა და თეირანს შორის მოლაპარაკება მიდის, მაგრამ მხარეები ჯერ რაიმე შედეგამდე არ მისულან. თეირანში კარგად იციან, რომ არ არსებობს მილსადენი, რომლის მეშვეობით, სომხეთის ტერიტორიის გავლით, ირანიდან ბუნებრივი გაზის საქართველოში გადაიტუმბება. შესაძლოა, მათ იმედი აქვთ, რომ ამ მიზნით რუსეთ-სომხეთის გაზსადენს გამოიყენებენ, რევერსული ან ჩამნაცვლებელი ოპერაციით: ირანი სომხეთს გაზს აძლევს, სომხეთი კი – საქართველოს. აშკარაა, რომ ამ ინფორმაციის გავრცელებით ჩვენ გვაბრაზებენ. ყველასათვის ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირის დროს ირანული გაზის საქართველოში აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით შედიოდა. ახლაც შეიძლება იგივეს გაკეთება, სულ მცირე დანახარჯებია საჭირო ამისათვის, მაგრამ ირანი ამ ფაქტის არსებობას განგებ ივიწყებს“, – აცხადებს თურქი ექსპერტი. მისი თქმით, ქართულ მხარის სურვილს, ხან ირანული და ხან რუსული გაზის შესყიდვის თაობაზე, თვით საქართველოს დააზარალებს.

ექსპერტის აზრით, ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს შეეძლო ამ საკითხში ექსპერტების აზრით დაინტერესებულიყო.

ჯერჯერობით უცნობია ოფიციალური თბილისის პოზიცია, მაგრამ ყველაფერი მაინც საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს უნდა გადაწყდეს.

იტვირთბა....