ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვოლსკი: მიმდინარე ქაოსი ოპოზიციის მხრიდან საქართველოს იმიჯის დაცინვას ემსახურება

მიმდინარე ქაოსი საქართველოს იმიჯის დაცინვას ემსახურება”,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში სიმშვიდეს არ უნდა ველოდოთ.

“წინსაარჩევნო პერიოდში სიმშვიდეს არ ველოდები. თავდასხმა ერთი პარტიის თავმჯდომარის მხრიდან მეორეზე, ეს არ არის გაკეთებული იმიტომ, რომ ემოციამ აიყოლია ნიკანორ მელია და თავს დაესხა იქვე მდგომ ირაკლი კობახიძეს. ეს ყველაფერი სპეციალური, გამიზნული სტრატეგიული გეგმაა, რომ მსოფლიოს თვალში ჩვენი ქვეყანა წარმოაჩინონ როგორც ველურების ქვეყანა, სადაც არა არჩევნებზეა საუბარი. ეს მიმდინარე ქაოსი საქართველოს იმიჯის დაცინვას ემსახურება”,- განაცხადა ვოლსკიმ.

იტვირთბა....