ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის რამდენიმე უბანს წყალმომარაგება შეუწყდება

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”  განცხადებას ავრცელებს:

„დიღმის ველზე გამავალ 1000 მმ-იან თუჯის მაგისტრალზე, ღამის საათებში, გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორცილებს, რაც მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას მოითხოვს.

კომპანიის ცნობით ამჟამად, მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. მაგისტრალის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა ღამის 23:00 საათიდან დაიწყება.

“გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 23:00 საათიდან ხვალ, 9 იანვრის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: დიღომი-8-ს, ბელიაშვილისა და ლუბლიანას ქუჩების ნაწილს, ჟვანიას კლინიკის ტერიტორიას, აშშ-ის საელჩოს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ობიექტებს, ჯორჯ ბალანჩინის, ფანასკერტელის, იყალთოს, ქარელისა და ლიხაურის ქუჩებს, ასევე მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების ქუჩების ნაწილს.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის თაობაზე ინფორმაციას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მომხმარებელს წინასწარ, SMS-შეტყობინებით მიაწვდის. ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელი იქნება კომპანიის ცხელი ხაზის – 293 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

იტვირთბა....