ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი საზოგადოება

კულუმბეგოვი: ძალიან საგანგაშო მაჩვენებლებია, ჰოსპიტალური სექტორისთვის მალე დადგება კრიტიკული პერიოდი

ალერგოლოგ-იმუნილოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია საგანგაშო ნიშნულზეა.

მისი თქმით, ჰოსპიტალური სექტორისთვის მალე დადგება ის კრიტიკული პერიოდი, როდესაც გართულდება პაციენტების მოთავსება კლინიკებში და საჭირო გახდება საწოლების მობილიზება.

“სამწუხაროდ ამის მოლოდინი არსებობს, ვისურვებდით რომ ეს არ გამართლდეს, მაგრამ ეს ვირუსი ასეთი ნიშან-თვისებებით ხასიათდება, რომ აქ არაფერი გამორიცხული არაა, ჩვენ საკმაოდ მაღალი ნიშნული გვაქვს ახლა. აქტიური შემთხვევების რაოდენობა 40 ათასზე მეტია. ეს არის ძალიან საგანგაშო მაჩვენებლები და ჰოსპიტალური სექტორისთვის მალე დადგება ის კრიტიკული პერიოდი, როდესაც გართულდება პაციენტების მოთავსება კლინიკებში და საჭირო გახდება საწოლების მობილიზება, რომლის რესურსი ვიცით, რომ ლიმიტირებულია და ქვეყანას არ შეუძლია უსასრულოდ მიიღოს პაციენტები, არის საველე ჰოსპიტალი, რომელშიც თქვენ იცით, როგორი შეიძლება იყოს სამედიცინო მომსახურების ხარისხი და სწორედ ეს ჯაჭვური პრინციპები ქმნის სირთულეს”, – განაცხადა კულუმბეგოვმა რუსთავი 2-ის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა და დადებითობის დღიური მაჩვენებელი კვლავ გაიზარდა.

იტვირთბა....