ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ალ-ქაიდა რომში და მადრიდში ტერაქტებს გეგმავს

 

ექსტრემისტულმა ორგანიზაცია „ისლამური მაღრიბის ალ-ქაიდამ ხუთშაბათს გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, სადაც ტერორისტები იმუქრებიან, რომ ნეაპოლში, რომსა და მადრიდში, ტერაქტებს განახორციელებენ. ინფორმაციას სააგენტო Europa Press ავრცელებს.

ვიდეოჩანაწერში ნაჩვენებია ტერაქტები და კადრები ალ-ქაიდას მალის დაჯგუფების წევრების მონაწილეობით. მათ შორის ესპანეთის ერთი მოქალაქეცაა.

ესპანეთის უშიშროების ძალები ამ ვიდეოს შეისწავლიან. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ესპანეთის 130 მოქალაქე აფრიკასა და აზიაში რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფებებში გაერთიანების მიზნით ჩავიდა. 2015 წელს ესპანეთში ტერორისტებთან კავშირის ბრალდებით 100 კაცი დააკავეს.

წყარო:Polit Commersant

იტვირთბა....