ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

არ გაგიკვირდეთ, თუ სუს-მა ხვალ იარაღი გაჩუქათ!

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ „სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოს გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კანონში ცვლილება შედის, რაც გულისხმობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის იარაღის ჯილდოდ გაცემის უფლების მიენიჭებას.

აქამდე ჯილდოდ იარაღის გაცემის უფლება თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო დაზვერვის სამსახურს და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ჰქონდა. ცვლილების შემდეგ კი ეს უფლება სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურსაც მიენიჭება.

 

 

იტვირთბა....