ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

რომის პაპის სადესპანო: ვლოცულობთ ბათუმის ტრაგედიის მსხვერპლთა სამუდამო განსვენებისთვის

რომის პაპის სადესპანო ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

როგორც ტვიტერზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პაპი ფრანცისკეს სამოციქულო სადესპანო დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

“რომის პაპის, ფრანცისკეს სამოციქულო სადესპანო უერთდება მთელ საქართველოს ფიქრებით და ლოცულობს ბათუმის ტრაგედიის მსხვერპლთა სამუდამო განსვენებისთვის, ლოცულობს გადარჩენილებისთვის, რათა მათ ჰპოვონ ნუგეში თავიანთ რწმენაში. მადლიერებას გამოვხატავთ ყველა დამხმარეს მიმართ”, – აღნიშნულია სადესპანოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 9 ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე სამი პირი დააკავა.

იტვირთბა....