ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი მსოფლიო

დიდ ბრიტანეთში 47 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან ჩასული მოგზაურები დაიშვებიან

დიდი ბრიტანეთის მთავრობა 47 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან ჩასულ მოგზაურებს ქვეყანაში დაუშვებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ევრონიუსი ავრცელებს.

ინგლისის გადაწყვეტილებით, 11 ოქტომბრიდან აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებს ინგლისში მოგზაურობისას სავალდებულო კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ და ქვეყანაში PCR ტესტით დაიშვებიან.

ინგლისმა წითელი ნუსხიდან 47 ქვეყანა, მათ შორის საქართველოც ამოიღო. ამ დროისთვის მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები მხოლოდ 7 ქვეყანაზე, მათ შორისა პერუსა და დომინიკელთა რესპუბლიკაზე გავრცელდება.

იტვირთბა....