ახალი ამბები მთავარი

ქართველი დიპლომატები პარკირების დავალიანებით ნორვეგიაში ლიდერობენ

ქართველი დიპლომატები პარკინგის ჯარიმების გადაუხდელობით ნორვეგიაში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლებს შორის ლიდერობენ, – ამის თაობაზე ინფორმაციას ნორვეგიული Osloby ავრცელებს.  5 იანვრის მონაცემებით, საქართველოს საელჩოს ნორვეგიაში პარკინგის ჯარიმის გადაუხდელობის გამო 101 850 კრონის ოდენობის დავალიანება დაუგროვდა, რაც დაახლოებით 27 500 ლარს შეადგენს. “სამშაბათს, ოსლოში მდებარე უცხო ქვეყნების საელჩოებს პარკინგის ჯარიმის სახით 307 500 კრონის ოდენობის დავალიანება დაუგროვდათ. ამ სიის სათავეში პატარა რესპუბლიკა მოექცა”, – წერს Osloby.

“მეტრონომი” საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. “სამინისტრო სწავლობს ამ საკითხს”-განაცხდა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა მარინე ნარჩემაშვილმა.

“ინტერპრესნიუსის”  ინფორმაციით, მეორე ადგილს მაროკოს საელჩო (30 150 კრონი), მესამეს – ვიეტნამის (25 600 კრონი), ხოლო მეოთხეს – ერაყის საელჩო (22 800 კრონი) იკავებს.

იტვირთბა....