ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

იან კელი სააკაშვილსა და ღარიბაშვილზე: ორივე პოლიტიკური სხეულის საწამლავია

საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი იან კელი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ღია წერილს ეხმაურება.

როგორც ყოფილი ელჩი სოციალურ ქსელში აღნიშნავს, სააკაშვილი და ღარიბაშვილი, ორივე  პოლიტიკური სხეულის საწამლავია.

“ორივე პოლიტიკური სხეულის საწამლავია, ისევე, როგორც ყველა პოლიტიკოსი ჩემს ქვეყანაში, რომლებიც კონფლიქტს და პირად ძალაუფლებას ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებენ”, – წერს იან კელი.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე წერილი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ სააკაშვილის მაქსიმუმ 5000-კაციან აქციას, წყლის ჭავლით ან მხუთავი აირით დაშლიდნენ.

იტვირთბა....