ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

კალიურანდი: სააკაშვილმა დაკარგა პოლიტიკური ძალაუფლება

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაკარგა პოლიტიკური ძალაუფლება.

როგორც კალიურანდმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ონლაინდისკუსიაზე აღნიშნა, მესამე პრეზიდენტმა ასობით ათას ადამიანს რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდა, რაც ხალხმა არ გააკეთა.

“მინდა, მკაფიოდ აღვნიშნო, როდესაც სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში, მან დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა, რაც ნიშნავს, რომ პასუხისმგებელია ქვეყანაში არალეგალურად შემოსვლაზე. ჰქონდა თუ არა მის ჩამოსვლას გავლენა არჩევნებზე – სავარაუდოდ, კი.

სააკაშვილმა მოუწოდა ასობით ათას ადამიანს რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ და ნების გამოხატვისკენ, ხალხმა ეს არ გააკეთა. ჩემთვის ეს იყო სიგნალი, რომ სააკაშვილმა დაკარგა ის პოლიტიკური ძალაუფლება, რომელიც მას ქვეყანაში მანამდე ჰქონდა და იმ მომენტისთვის, მას არ შეეძლო ესაუბრა ხალხთან იმგვარად, როგორც მანამდე”, – განაცხადა კალიურანდმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის ერთ-ერთ უბანში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. სააკაშვილმა დაკავების შემდეგ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილობა დაიწყო.

იტვირთბა....