ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კვირიკაშვილი პარტიასაც უხელმძღვანელებს?

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის, როგორც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობის კანდიდატურაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის კარგი მენეჯერია და ამ პოსტზე ეფექტური იქნება.

„მან უკვე ამ მოკლე პერიოდში დაამტკიცა, ის რომ აქვს სისტემური ხედვა, სისტემური მენეჯმენტის მაღალი კლასი და მე ვფიქორობ,  რომ როგორც მიიღებენ გადაწყვეტილებას მისის რესურსის გამოყენების შესახებ ის ეფექტური იქნება ამ პოსტზეც“ – განაცხადა სერგეენკომ.

ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძეც კვირიკაშვილის პარტიის თავმჯდომარედ დანიშვნას მიესალმება და ამბობს, რომ კარგი იქნება, თუკი პრემიერ-მინისტრი პარტიის თავმჯდომარეც იქნება.

„მე მივესალმები გიორგის კანდიდატურას, თუმცა ამას ყრილობა გადაწყვეტს, როდესაც გაიმართება. სავარაუდოდ, აპრილ-მაისში. მიმდინარეობს კონსულტაციები თუ ვინ იქნებაპარტიის თავმჯდომარე. მივხვდით, რომ გიორგი კვირიკაშვილი არის პრემიერ-მინისტრი და რა თქმა უნდა მისასალმებელი იქნება, თუ ის პარტიის თავმდჯომარეც იქნება“- განაცხადა კალაძემ.

იტვირთბა....